воскресенье, 21 декабря 2008 г.

გავრცელებულია აზრი : ,, ფული ხელის ჭუჭყია "

სასაქონლო ეკვივალენტის ადრეული სტადიის ნიმუშები ქართულ სინამდვილეში ასეთია: 1) მსხვილფეხა პირუტყვი; ეს კარგად ჩანს თუნდაც იქიდან, რომ ტერმინი „ხვასტაგი“ აღნიშნავდა ფულსაც და რქოსან საქონელსაც.
2) კოლხური ბრინჯაოს ცულები (ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურული). ისინი გვხვდება განძის სახითაც, ეს ფაქტი საოცრად ნიშანდობლივია, ე. ი. სასაქონლო ეკვივალენტის ფუნქციას კონკრეტულ ეტაპზე სპილენძის სასაქონლო მარაგი ასრულებს. გათვალისწინებულია რა ეკვივალენტის ბრუნვის სისწრაფე, სპილენძის ფაქტურისაგან დამზადებული სახმარი ღირებულებების მხოლოდ ერთი ნაწილია ფული – ცულები; ზოგჯერ, ალბათ, ბეჭდებიც და ა. შ.
3) საწმისი, ანუ ცხვრის ტყავი მატყლითურთ. ვალუტად ქცეული კონკრეტული ფორმა უკვე ოქროს საწმისია – კოლხთა დიდების სიმბოლო. სპილენძის ორმაგი ცული, თუ საწმისი მიკენური სასაქონლო ეკვივალენტია, რაც ძალზე სიმპტომატური მომენტია.




ინტერვიუ ჯაპანა - ფული "ხელის ჭუჭყი" ნამდვილად არ არის

მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუძლია ადამიანის რადიკალური შეცვლა და ეს ცვლილება, უმეტეს შემთხვევაში, რატომღაც უკუმიმართულებით ხდება ხოლმე, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს და ხშირად ბევრი ფული მიზეზი ხდება ადამიანის გაკეთილშობილებისა, რადგან მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება საშუალებას იძლევა სიკეთის ქმნის სურვილი ასრულებადი გახადოს. იმის მტკიცებას ნამდვილად ვერ დავიწყებ, რომ ჩემი რესპოდენტი დიდი ფულის პატრონია, მაგრამ კეთილი ადამიანი რომ არის ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. თუ რას ფიქრობს ჯაპანა ზემოთხსენებულ და ხალხის მიერ "ხელის ჭუჭყად" წოდებულ ქაღალდზე და მის შესაძლებლობებზე, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.


შეიძლება თუ არა ფულით ნიჭის დაჩრდილვა?

ნიჭის დაჩრდილვა?... კი როგორ არ შეიძლება. ეს სალიერის და მოცარტის ამბავია, მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალო ნიჭთან კი არა, გენიოსთან გვქონდა საქმე, მაგრამ ნიჭი, მე ასე ვფიქრობ, თავის გზას ადრე თუ გვიან აუცილებლად გაიკვლევს.









დასკვნა : ჩატარებული კვლევის შედეგად,მივხდით, რომ ფული ხელის ჭუჭყი ნამდვილად არაა,ვინაიდან მის გარაშე ადამიანს დღევანდელ დროში გაუჭირდება ცხოვრება.